aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ხუხაშვილი: “არის შანსი, რომ ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერონ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

იმედი ვიქონიოთ, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია არ შეუჩერდება. ამისთვის ჩვენმა ხელისუფლებამ პრევენციული ზომები უნდა მიიღოს და აქამდეც უნდა ეფიქრათ, რომ ეს სიტუაცია იქნებოდა, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბოლო დროს ვიზალიბერალიზაციის ირგვლივ არსებულ სიტუაციას.

“იმედი ვიქონიოთ, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია არ შეუჩერდება. ამისთვის ჩვენმა ხელისუფლებამ პრევენციული ზომები უნდა მიიღოს და აქამდეც უნდა ეფიქრათ, რომ ეს სიტუაცია იქნებოდა. ორი მიმართულებით უნდა წარმართულიყო მუშობა. პირველი, ადამიანებისთვის უნდა აეხსნათ თუ რა რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული ასეთი საქციელი და მეორე, ევროპაში გამგზავრებასთან დაკავშირებით, თავიდანვე მკაცრი მეთოდები უნდა გამოეყენებინათ.

ახლა ხელისუფლება ცდილობს, რაღაც გააკეთოს, მაგრამ რა შედეგს მოიტანს ეს არ ვიცი. ვერც დრამატიზებას მოვახდენ სიტუაციის და ვერც ოპტიმისტი ვიქნები. ვითარება მარტივი არ არის. თეორიული საფრთხე არის, რომ ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებენ”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი და გერმანია შეშფოთებულები არიან საქართველოს მოქალაქეთა მიერ თვშესაფრის მოთხოვნის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო. გარდა ამისა, იმატა ევროპაში მყოფი ქართველების მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენამ.

იტვირთბა....