aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხორავას ქუჩაზე მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: “დანა სხვებსაც ქონდათ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გამოძიების მიერ მოპოვებული აუდიო მტკიცებულება ადასტურებს, რომ დანა სხვებსაც ჰქონდათ, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ადვოკატმა დღევანდელი პროცესის შემდეგ აღნიშნა, ბრალდების მხარის მიერ დღეს გამოკვლეული მტკიცებულება, მისი აზრით დაცვის მხარის პოზიციას ამყარებს.

„ყველა ეს აუდიო მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის მიერაა მოპოვებული, ადასტურებს დაცვის მხარის პოზიციას და გამორიცხავს ბრალდების მხარის პოზიციას. ეს მტკიცებულებები ადასტურებს ბევრ ისეთ გარემოებას, რომელიც ზუსტად ჯდება დაცვის მხარის სტრატეგიაში და ზუსტად ჯდება იმ ჩვენებაში, რომლის მიცემასაც სასამართლოზე ბრალდებულები აპირებენ. ეს მტკიცებულება ადასტურებს იმასაც, რომ დანა სხვებსაც ჰქონდათ და ასევე ადასტურებს იმასაც, რომ სხვა პირები, დიდი ალბათობით მონაწილეობდნენ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში.

სასამართლოზე ასევე გამოკვლეული იქნება სხვა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით, ჩემი აზრით სასამართლომ უტყუარად უნდა დაინახოს, რომ სხვა პირებმა მიაყენეს კონკრეტულ პირს ჭრილობები. სამწუხაროდ ეს პირები არ არიან პასუხისგებაში მიცემულები, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი მტკიცებულება არსებობს“, – განაცხადა კაკაბაძემ.

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა მეორე მოზარდი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

იტვირთბა....