aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოზარდების მკვლელობის საქმის ადვოკატი: მოწმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთერთი ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატის, ეკა მაჭარაშვილის განცხადებით, მოწმემ მ.კ.-მ, რომელსაც ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის წაუყენეს, ჩვენება არაერთხელ შეცვალა, რის საფუძველზეც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა ააღიძრას.

“გიდასტურებთ, რომ მ.კ.-მ რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება. გამოძიებაში მას 3 სხვადასხვა ჩვენება აქვს მიცემული, ასევე მან სასამართლოში, ფიცის ქვეშ 2-ჯერ შეცვალა ჩვენება და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცა. ის სრულწლოვანი გახდა და მის მიმართ, რა თქმა უნდა, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე”, – განაცხადა ადვოკატმა, ეკა მაჭარაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარის ექსპერტიზა ჭიანურდება.

“ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ვაპირებთ, თუმცა, ნივთმტკიცებები კვლავ არ გადმოგვცემია, რაზეც ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. ეს ნივთები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია, ბრალდების მხარის ექსპერტიზა კვლავ არ დასრულებულა, რომელიც საეჭვოდ ჭიანურდება. საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ამ დროის განმავლობაში, გონივრული ზღვარიც გავიდა, აქამდე უნდა ყოფილიყო ექსპერტიზის დასკვნა”, – ამბობს ადვოკატი, ეკა მაჭარაშვილი.

იტვირთბა....