aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომი”: სასამართლოდან

 

ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, დანაშაულის დაფარვაზე ბრალდებულების პროცესი დასრულდა. სამი ბრალდებული, რომელიც პატიმრობაში იყო, სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

”დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების პატრობის შეცვლა გირაოთი, მაგრამ მოსამართლემ აღნიშნული არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა ასევე სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ და მოითხოვა, რომ არ იყოს აღნიშნული საქმე გადაცემული არსებითად განსახილველად, მაგრამ სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა. სამ პირს აქვს შეფარდებული დანაშაულის დაფარვაზე ბრალი და სამივე პატიმრობაში დატოვა”- აღნიშნა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა მერაბ მამულაძემ.

მისი თქმით, ბრალდებულები ამბობენ, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია კონკრეტულად რომელმა პირმა ჩაიდინა დანაშაული და მათ ეხმარებიდნენ თუ არა რაიმე დანაშაულის დაფარვაში.

”გარკვეულ პიროვნებებს აქვთ ბრალეულობა მტკიცებულებების გადამალვაზე, სხვებს კონკრეტულ დამნაშავე პირის გადამალვაზე”- აღნიშნა მერაბ მამულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....