aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

ხიდაშელი: “შოთაძე უნდა გადადგეს, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ შოთაძე უნდა გადადგეს, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის.

“შოთაძე უნდა გადადგეს, მისი უიშვიათესი უსუსურობა მუდმივად დასტურდება. მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. ფარცხალაძე, ბადაშვილი, შოთაძე სხვადასხვა გვარსახელებია მაგრამ არაფერი შეიცვალა. ფარცხალაძის ხელის ბიჭები უნდა დამთავრდეს პროკურატურაში, ეს არის მთავარი”, – წერს ხიდაშელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

ამ წუთებში კი პროკურატურასთან აქციები მიმდინარეობს, სადაც ზაზა სარალიძე და საზოგადოების ნაწილი მთავარი პროკურორის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

იტვირთბა....