aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხვალ, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდა მიიღოს.

ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია.

იმ შემთხვევაში კი, თუ ცესკო თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებს, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და წარდგენილი სამი კანდიდატურიდან პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში აირჩევს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მარიამ შელეგიას, თამარ ჟვანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები წარადგინა.

იტვირთბა....