aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხვალ პარლამენტი სემეკის წევრობის კანდიდატურებს განიხილავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტი სემეკის წევრობის კანდიდატების განხილვას იწყებს. დავით ნარმანიასა და გოჩა შონიას კანდიდატურაზე მსჯელობა ხვალ დარგობრივი ეკონომიკოსა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი.

მმართველ გუნდისგან დავით ნარმანიას მხარდაჭერა უკვე აქვს. დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ნარმანია ამ თანამდებობისთვის შესაფერისი კანდიდატია და საკმაოდ დიდ გამოცდლება აქვს.

“მე მხოლოდ ერთს ვიცნობ, მეორეს ნამდვილად არა, ამიტომ დაველოდები, უფრო მეტი ინფორმაცია იქნება მოწოდებული შესაბამისი კომიტეტის მხრიდან. ამის შემდეგ შევჯერდებით საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დათოს ვიცნობ, ბუნებრივია და აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, სფერო იცის, თავის სპეციალობაც არის კავშირში. ასე რომ მე პირადად დავუჭერ მხარს, რა თქმა უნდა.”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა 14 დეკემბერს წარადგინა.

ხვალ კომიტეტების და ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს მინისტრობის კანდიდატები შეხვდებიან. პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განიხილავს, რასაც პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება.

წინასწარაა ცნობილი, რომ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, თუმცა მათ კითხვების ვრცელი სია უკვე მზად აქვთ.

იტვირთბა....