aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

“საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 01 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, გელოვანის გამზირის, სოფელი დიღმის “ჩალისპირების” დასახლების, პეტრე სარაჯიშვილის, ვასო გოძიაშვილის, იოსელიანის, გიორგი ბრწყინვალეს, ფეიქართა და იასამნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, ზაქარიაძის, დოლიძის და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, კალისტრატე ქუთათელაძის, თამარაშვილის და იოველ ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, გელოვანის გამზირის, სოფელი დიღმის “ნატბეურების” დასახლების, ბერაძის, ძმები კარბელაშვილების, მიქელაძის, სიხარულის, პიმენ ყურაშვილის, ნოზაძის, ეგრისის, სარიშვილის, გოდერძი ჩოხელის, ყუშიტაშვილის, ნიჟარაძის, შალიკაშვილის და გვიმრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, მუხიანის I მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯანაშიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 01 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III კვარტლების, ლუბლიანას, ნოდარ ბოხუას, აკაკი ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია თელასის განცხადებაში.

იტვირთბა....