aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხვალ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე პრემიერი სიტყვით გამოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-15 სამიტში მონაწილეობას მიიღებს.

საქართველოს მთავრობის მეთაური ბრიუსელს 23-24 ნოემბერს ეწვევა.

24 ნოემბერს გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით მიმართავს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის პლენარული სხდომის მონაწილეებს და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებს.

როგორც ცნობილია, სამიტზე განიხილება, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების და პროგრამების იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელდა, ასევე – აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

იტვირთბა....