aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცესკომ “გირჩის” მიერ წარდგენილი 27,990 ხმიდან 27,977 ხელმოწერა ბათილად ცნო

aviabiletebi
ავიაბილეთები

>ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ მიერ არჩევნებზე რეგისტრაციისთვის წარდგენილი 27,990 -დან 27,977 ხელმოწერა,- ამის შესახებ განცხადება “გირჩის” ხელმძღვანელმა გააკეთა . ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „გირჩს“ უარი ეთქვა ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

მისივე განმარტებით, ცესკო-სთვის წარდგენილი ყველა ხელმოწერა იყო ყალბი და მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ „გირჩმა“ წინასაწარ განაცხადა, ცესკო-მ აღმოაჩინა 13 რეალური ხელმოწერა, რომელიც ჩათვალა.
ჯაფარიძის თქმით, „გირჩისთვის“ უარის თქმის მიზეზი არა ხელმოწერების გაყალბება გახდა, არამედ ტექნიკური ხასიათის ხარვეზები.
ყოველივე ეს ნათლად აჩვენებს რომ ხელმოწერების წარდგენასთან დაკავშირებული კანონის ეს მოთხოვნა რეალურად გულისხმობს მხოლოდ მაკულატურის შეგროვებას და უბიძგებს პარტიებს არა რეალური მხარდამჭრების მოძიებისკენ, არამედ ცესკოს ბლანკებში არსებული ბაზებიდან მონაცემების ზედმიწევნით სიზუსტით გადაწერისკენ. ის რომ ყველა პარტია ხელმოწერებთან დაკავშირებით იგივეს აკეთებს წლებია და აქამდე ამაზე საჯაროდ არავის ამოუღია ხმა, კიდევ ერთი დასტურია იმისა თუ რა ჭაობშია ჩაფლული ქართული პოლიტიკა. პარტიები ან ვერ აცნობიერებენ ამ პროცესის აბსურდულობას ან უბრალოდ ცდილობენ სისტემის საკუთარ თავზე მორგებას.“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური მოძრაობა წელს არ მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „გირჩი“ მთლიანად ჩამოცილდება საარჩევნო პროცესს.
“რაც შეეხება გირჩის მონაწილეობას არჩევნებში – ჩვენ 1.5 თვის წინ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ თუ ონლაინ ვერ შევაგროვებდით 25,000 მხარდამჭერის ხელმოწერას, არჩევნებში არ მივიღებდით მონაწილეობას. ჩვენ შევაგროვეთ 7,000-ზე მეტი ხელმოწერა და უპირველეს ყოვლისა ამ ადამიანებისადმი პატივისცემის გამო არ ვაპირებთ საკუთარი დაპირების გადათქმას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანად ჩამოვცილდებით საარჩევნო პროცესს. ასეთ ბედნიერებას არ მივცემთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

იტვირთბა....