aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხაშურში არასრულწლოვანთა დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხაშურში არასრულწლოვანთა დაჭრის ფაქტი უწყებამ ცხელ კვალზე გახსნა.

მეზვრიშვილის განცხადებით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

„ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს ხაშურში ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენა ორ არასრულწლოვანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულებიდან ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხოლო მეორე არასრულწლოვანს ჩაუტარდა ოპერაცია, გადაყვანილია პალატაში და ამჟამად იმყოფება ექიმის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  სსკ-ს 9/108-ე მუხლით მიმდინარეობს. “ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ, ხაშურში სკოლის 4 მოსწავლე დაჭრეს. 2 დაჭრილი უფროსკლასელი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. შედარებით მსუბუქად დაშავებული ორი მოზარდი უკვე გაწერეს.

ინციდენტი ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....