aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

ხატია დეკანოიძე პრემიერს რეფორმებს დაჰპირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხატია დეკანოიძე, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდში განათლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა, უკრაინაში პოლიციის ხელმძღვანელად დაინიშნა. მას პირადად უკრაინის პრემიერმა არსენ იაცენუკმა მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და ყვავილები გადასცა. ამასთან დაკავშირებით  მეტრონომი   ნაციონალური მოძრაობის  წევრს სერგო რატიანს დაუკავშირდა.

“ეს კიდე ერთი წარმატებაა ქართული სახელმწიფოსი, იმიტომ, რომ ქართული რეფორმები არის პოპულარული მთელს მსოფლიოში და უკრაინაში. დიდი წარმატება იყო ის, რაც გააკეთა ეკა ზღულაძემ და ახლა, ის რომ კიდევ ერთ ყოფილ სახელმწიფო მოხელეს ანდეს ამხელა თანამდებობა, ეს ნიშნავს დიდ ნდობას “ნაციონალური მოძრაობის ” გუნდის მიმართ.

ვუსურვებ ხატია დეკანოიძეს წარმატებას. მე ძნელად მახსენდება “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის რომელიმე წევრი სხვა ქვეყანაშიც ასე მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი და წარმატებულნი. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანა და განვითარებაზე უარის თქმამ რა შეიძლება მოიტანოს.” – განაცხადა სერგო რატიანმა.

მთავრობამ შს მინისტრ არსენ ავაკოვის შესაბამის წინადადებას მხარი დაუჭირა. თავის გამოსვლაში ხატია დეკანოიძემ უკრაინაში პოლიციის რეფორმისადმი ერთგულება გამოხატა. მისი თქმით, იგი მზადაა განახორციელოს რიგი რეფორმები, რაც სასიკეთოდ აისახება ქვეყანაში დაწყებულ რეფორმებზე.

იტვირთბა....