aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ბელორუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი ჩაერთო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ბელორუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენი ჩაერთო. აღნიშნული ვერტმფრენი ტვირთამწეობით მსოფლიოში ყველაზე დიდია.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, საქართველოში ბელორუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა.

ბორჯომის ხეობაში მეოთხე დღეა ცეცხლს ებრძვიან. ადგილზე პრეზიდენტიც ჩავიდა, რომელიც სოფელ დაბაში ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით შემქნილი საგანგებო შტაბის წევრებს ხვდება. გიორგი მარგველაშვილი შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

იტვირთბა....