aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაინდრავა: აგვისტოს ომში სააკაშვილმა და მისმა ბანდამ მაშინ საქართველოზე გაიმარჯვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მაშინ 150 სოფელი გადაწყვეს, გადაიბუგა იქაურობა, 10 ათასობით დევნილი და ლტოლვილი გამოვიდა, ჩვენი გმირი ბიჭების გვამები იხრწნებოდა და ესენი 12 აგვისტოს თბილისში გამარჯვებას ზეიმობდენენ,  – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ რუსთავში სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“-თან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ხაინდრავას შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს ომში “სააკაშვილმა და მისმა ბანდამ მაშინ საქართველოზე გაიმარჯვა“.

„აბსოლუტური სიცრუეა, რომ ისინი საქართველოს იცავდნენ. ცილისწამებაა, რომ თურმე სალომე ზურაბიშვილი ვნებს საქართველოს. თვითონ დათმეს საქართველოს 20% და გაანადგურეს იქაურობა და მერე – ჩვენ საქართველოს ვიცავდითო. რა უნდოდა ქართულ ჯარს ცხინვალში?! ცხინვალიდან უტევდა რუსული 58 არმია? 58 არმია როკის გვირაბიდან უტევდა. ამ გვირაბის სიგანეა 8 მეტრი, მხოლოდ ერთი ტანკი ეტევა. იქ რომ დაგვეყენებინა ჩვენი ძალები, რაჭიდან რომ მოგვევლო და როკის გვირაბი რომ გადაგვეკეტა, ისინი ვერ შემოვიდოდნენ საქართველოში. მაგრამ ზუსტად მაგაშია საქმე, რომ სააკაშვილი ნიშანს ელოდა და მიიღო ეს ნიშანი, როდესაც 7 აგვისტოს ღამეს ცეცხლი გაუხსნა მძინარე ცხინვალს, სადაც მხოლოდ ქართული მოსახლეობა იყო დარჩენილი. რადგან წინა სამი დღის განმავლობაში ოსი მოსახლეობა გაიყვანეს იქიდან. იმ სეპარატისტულ თუ გინდ მთავრობას თავისი ხალხი უყვარს და სააკაშვილს და ბოკერიას თავისი ხალხი სძულს. ისინი უსამშობლო ხალხია, მათ სამშობლო არ აქვთ და სააკაშვილმა ეს დაადასტურა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

იტვირთბა....