aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

ხადიჯა ისმაილოვამ აზერბაიჯანის ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში მოუგო

aviabiletebi
ავიაბილეთები

გამომზოებელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ საქმე მოიგო, შედეგად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე (პირადი ცხოვრების უფლება) და მეათე (აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლება) მუხლების დარღვევისთვის, აზერბაიჯანის ხელისუფლებას კომპენსაციის სახით  19 300 ევროს გადახდა დაეკისრა.

ხადიჯა ისმაილოვა ანონიმურ წერილებს იღებდა, რომლებშიც მას ჟურნალისტური გამოზიების არშეწყვეტის შემთხვევაში, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.

როგორც სტრასბურგის სასამართლოში განმარტავენ,  გონივრული ეჭვების არსებობის მიუხედავად, ვერ იქნა დადგენილი, რომ თავად სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა ისმაილოვას პირად ცხოვრებაში ძალიან სერიოზული ჩარევისათვის, თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა არ შეასრულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულება, დაეცვა დაზარალებულის გამოხატვის თავისუფლება და გამოეძიებინა ის ქმედებები, რომლებმაც შეურაცხყვეს ისმაილოვას ადამიანური ღირსება.

2017 წლის აპრილში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ ცნო ხადიჯა ისმაილოვასთვის აზერბაიჯანში გამოტანილი განაჩენი და ქვეყანას მისთვის კომპენსაციის სახით და სასამართლო ხარჯების დასაფარად 8 000 ევროს გადახდა დააკისრა. საქმე ეხებოდა 2013 წელს, ბაქოში, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს მის დაკავებასა და დაჯარიმებას.

ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავის ადვოკატებს მადლობა გადაუხადა.

I was blessed with great lawyers and great colleagues who supported me during all my troubled days. Colleagues in OCCRP…

Gepostet von Khadija Ismayil am Donnerstag, 10. Januar 2019

იტვირთბა....