aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაბეიშვილი: საახალწლო განათებებისთვის ბიუჯეტიდან სამჯერ მეტი თანხა გადაირიცხა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისში საახალწლო განათებების შესაძენად შერჩეული კომპანია თბილისის მერიამ კორუფციული სქემის მეშვეობით შეარჩია. მისი თქმით, კომპანია, რომელიც თბილისის მერიამ შეარჩია, იტალიური და მას ანგარიშები იტალიაში აქვს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაბეიშვილის განმარტებით, საახალწლო განათებებისთვის გამოყოფილია 3 მილიონი ლარი და ეს არის იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ოდესმე დახარჯულა.

„მნიშვნელოვანია და კონკრეტული დეტალია, რომ ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმდა ხელშეკრულება იტალიურ კომპანიასთან, რომელსაც „შემთხვევით“ საბანკო ანგარიშები მილანში აქვს. გვაქვს ლეგიტიმური შეკითხვა, ამიტომ საგამოძიებო უწყებებს ვთხოვთ, დაინტერესდნენ, ვის დაესიზმრა მილიონობით კომპანიაში მაინცდამაინც ის კომპანია, რომელიც იტალიაშია დაფუძნებული და მისი ანგარიშები არის მილანში. რატომ მოხდა ამ კომპანიის შერჩევა, რატომ ხდება სამჯერ მეტი თანხის გადარიცხვა თბილისის ბიუჯეტიდან განათებებისთვის, ვიდრე ოდესმე გადარიცხულა. საქმე ხომ არ გვაქვს კონკრეტულ კორუფციულ გარიგებასთან, ხომ არ ველოდოთ მაგალითად საგზაო სამუშაოებზე თბილისში შემდგომში ჯენარო გატუზოს ან ალესანდრო ნესტას კომპანიების გამოჩენას, მარტივი და ლოგიკური შეკითხვა გვაქვს და ამაზე პასუხი კახა კალაძემ უნდა გასცეს, ვინ და როგორ მოიძია მილიონობით კომპანიას შორის მაინცდამაინც ის კომპანია, რომელსაც ანგარიშები მილანში აქვს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მას თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ  იტალიური კომპანია, რომელიც თბილისში საახალწლო განათებებზე მუშაობს, დავით ნარმანიას მერობის დროს შეირჩა და აღნიშნულ პროცესთან დედაქალაქის ახალ მერ კახა კალაძეს არანაირი კავშირი არ აქვს.

 

იტვირთბა....