aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხაბეიშვილი: “დარჩა კიდევ ვინმე ვისაც “შემთხვევით” გაჩენილი ხანძრის სწამს?”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა და კვლავ უსუსურობის განცდა ეუფლება ადამიანს ამ ყველაფრის მერე.

“კიდევ ცეცხლი, კიდევ გაუბედურებული ადამიანები, კიდევ უსუსურობა, კიდევ უმოქმედობა, კიდევ ერთი გამოუძიებელი ხანძარი, კიდევ ერთი ტრაგერდია.

დარჩა კიდევ ვინმე ვისაც “შემთხვევით” გაჩენილი ხანძრის სწამს?”, – წერს სოციალურ ქსელში ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო ცენტრს ხანძარი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს უფროსის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით მინიმუმ 3 000 კვადრატული მეტრია დამწვარი. ადგილზე 40-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა და ათეულობით მეხანძრე მუშაობდა.

იტვირთბა....