aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ჭრილობა კაშნეთი გადავუხვიე და სისხლდენა შევუჩერე” – შობის ღამეს დაჭრილი პოლიციელის საქმეზე თვითმხილველი დეტალებს ყვება

aviabiletebi
ავიაბილეთები

შობის ღამეს თბილისის ზღვაზე პატრულის თანამშროლის დაჭრასთნ დაკავშირებით “მეტრონომმა” თვითმხილველისგან, რომელიც უშუალოდ დაეხმარა მას მომხდარის შემდეგ, ახალი დეტალები მოიპოვა.

როგორც თვითმხილველი ჩვენთან საუბარში ყვება, მას პატრულის თანამშრომელი დახმარებას სთხოვდა.

“გვიან ღამით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილით მივდიიოდი, როცა დავინახე როგორდ გამოვარდა გვერდიდან მსუბუქი ავტომობილი, რომელიც რკალური მანევრებით მოძრაობდა. ხმოვანი სიგნალისა და შუქების ანთების შემდეგ მანქანა გაჩერდა, საიდანაც პატრულის თანამშრომელი დახმარებას ითხოვდა. მას ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. სასწრაფოს მოსვლამდე ჭრილობა კაშნეთი გადავუხვიე და სისხლდენა შევუჩერე” – აცხადებს თვითმხილველი “მეტრონომთან” საუბარში, რომელიც მოგვიანებით პოლიციაში დაკითხეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 7 იანვარს პატრულის თანამშრომელი დაჭრეს. დაჭრილი სამსხურეობრივ მოვალეობას არ ასრულდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების შეფასებით სტაბილურია.

იტვირთბა....