aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, მიხეილ იაშვილი, საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

პროკურორის მტკიცებით, იაშვილის საქმეში მისი ბრალეულობის დამამტკიცებელი არა ერთი მტკიცებულებაა. მიხეილ იაშვილის ადვოკატის, დავით ცინცქალაძის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, მკვლელობასთან შემხებლობა არა აქვს.

მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი ორჯერ შეუძლოდ გახდა. ერთხელ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე, მეორედ კი – სხდომის მიმდინარეობისას, რის გამოც პროცესი შეწყდა. ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იმან გამოიწვია, რომ ბრალდებული დაკავების დღიდან შიმშილობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც აღნიშნული მკვლელობის საქმის პროცესი მიმდინარეობდა, მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე მივიდა და ბრალდებულთან მიახლოებას ცდილობდა, რის საშუალებასც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს. მან ბრალდებულის ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ, თბილისში, მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ცნობით, 47 წლის მამაკაცს მოტოციკლით მოძრავმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორთაჭალაში, „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა, თუმცა, მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია, იგი 1979 წელს დაბადებული კახა ძნელაძე გახლავთ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. 108-ე – განზრახ მკვლელობა და 236-ე – იარაღის უკანონო ტარება.

მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. მისი ადვოკატის, დავით ცინცქილაძის განმარტებით, მიხეილ იაშვილის დაკავება მოხდა პოლიციის განყოფილებაში, მაშინ როდესაც ის მოწმის სახით წაიყვანეს დასაკითხად. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს აცახდებს. ადვოკატი ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც მკვლელობა მოხდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სახლში იმყოფებოდა და ეძინა.

იტვირთბა....