aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჭიჭინაძე: “ჩემმა მეგობრებმა არ უნდა დატოვონ “ოცნება”, რათა პარტია მათზე იდგეს და არა კოლექტიურ ზარდიაშვილებზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სიმართლე გითხრათ მე მექნება გედისთან და სხვა მეგობრებთან კონსულტაცია და მივიღებ შემდეგ გადაწყვეტილებას გავასაჩივრო თუ არა ჩემი პარტიიდან გარიცხვა პოლიტსაბჭოზე, – ამის შესახებ “მეტრონომს” პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

“სიმართლე გითხრათ მე მექნება გედისთან და სხვა მეგობრებთან კონსულტაცია და მივიღებ შემდეგ გადაწყვეტილებას გავასაჩივრო თუ არა ჩემი პარტიიდან გარიცხვა პოლიტსაბჭოზე. მე ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ რას იფიქრებენ თამარ ჩუგოშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი. მე უპირატესობას ვანიჭებ რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ამომრრჩეველი. მე დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ჩემი ამომრჩევლების. მე ვფიქრობ, ბევრი ჩემი თანაგუნდელის აზრსაც მოისმენენ. მე არანაირ გუნდს არ ვაკეთებ. მე მომხრე ვარ, რომ არც ერთმა ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ “ქართული ოცნება” არ დატოვოს. პირიქით, “ქართული ოცნება” იდგა მაგ ადამიანებზე და ვფიქრობ, კვლავ ასე უნდა გაგრძელდეს და პარტია არ უნდა იდგეს კოლექტიურ ზარდიაშვილებზე”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ დავით ჭიჭინაძე პარტია “ქართული ოცნებიდან” გარიცხეს.

იტვირთბა....