aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიჭინაძე კვირიკაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” სამდივნოს მიერ პარტიიდან გარიცხული დავით ჭიჭინაძემ, ინგა გრილიას გადაცემა “რეაქციაში”  მმართველი გუნდის ცნობილ შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც ჭიჭნაძემ აღნიშნა იმ შეხვედრაზე  სადაც ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, ეს უკანასკნელი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაიცვა. კალაძემ კი სიტუაცია განმუხტა

“მე ვფიქრობ, რომ შეხვედრა კვირიკაშვილს არ უნდა მოეწყო. ის ყველასთვის შეურაცხმყოფელი იყო. ყოფილი პრემიერი თვითონ იყო ინიციატორი. ჯერ ერთი როდესაც ინიშნებოდა, უმრავლესობა არ შეკრებილა და არ შეუთანხმებიათ, ეს ერთი-ერთზე გადაწყდა, ასეთ დროს, როდესაც რაღაცა ირღვევა, იქ ერთი-ერთზე უნდა მოგვარდე. როდესაც უმრავლესობის სხდომაზე გამოვიდა… ახლა რომ იძახიან, ვიღაცამ რაღაცა ხმა ამოიღო… არ ვიცი იქ სამი მინისტრი გამოვიდა, ლევან კობერიძე ადგა ერთადერთი კაცი, საშა (ალექსანდრე) ერქვანია ადგა, რომლებმაც დაიცვეს კვირიკაშვილი”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის თაობაზე, რომ ზემოხსენებულ შეხვედრაზე, სადაც კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, კვირიკაშვილი კახა კალაძემაც დაიცვა.

“კალაძემ უბრალოდ სიტუაცია განმუხტა, საკმაოდ დიპლომატიურად მოიქცა, “ქართულმა ოცნებამ” თუ ვინმეს რამე უნდა დაუფასოს დღეს რომ დუღილი არ არის, ეს არის კალაძის დამსახურება, იმ მომენტში ყველას მისცა გამოსავალი. ისევე როგორც მეორე დღეს ჩემთვის სასიამოვნო კი არ იყო იმის თქმა, მაგრამ იქ პირობა იყო, რომ გუნდმა მითხრას წავიდესო. ესენი მაშინაც კი დუმდნენ”, – ამბობს ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, ზემოხსენებულ შეხვედრაზე კვირიკაშვილმა თქვა, რომ ის თანამდებობიდან წავიდოდა, თუ ამას გუნდი ეტყოდა, თუმცა ჭიჭინაძის თქმით, გუნდს თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

იტვირთბა....