aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჭიჭინაძე – ივანიშვილის განცხადება ზარდიაშვილების გუნდის მხარდაჭერაა და ეს არასწორი ნაბიჯია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზოგადად, როდესაც ივანიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესი გამჭირვალე იქნება, გაიწერება პროცედურები და ა.შ. ამას მივესალმები. რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომ ვიღაცამ ადრე რაღაც დაარღვია და ეს თურმე ასე არ იყო, ვერ დავეთანხმები. თუ ვინმემ რამე დაარღვია, ეს ზარდიაშვილებმა დაარღვიეს, როდესაც ბესელიას რამოდენიმეჯერ მიუტოვეს კომიტეტის სხდომა, – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბრისას პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

ჭიჭინაძის განცხადებით, კობახიძე-ზარდიაშვილის გუნდი ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.

“მათი მხრიდან დაიწყო დაპირისპირება. ისიც, რომ 27 დეკემბერს ბიუროზე შემოვიდა საკითხი და კობახიძეს მცდელობა ქონდა, ვერც მაგაში დავეთანხმები ივანიშვილს. ბიუროს სხდომაზე განვიხილეთ ეს საკითხი, მეც ვესწრებოდი. 26-ში რომ გადაიდო, ზუსტად ამ დაპირისპირების გამო იყო და არა ტექნიკური მიზეზებით. ზოგადად, რასაც ვუყურებ, რადგანაც ბესელიას ადანაშულებს ივანიშვილი,  მისი განცხადებაც კობახიძე-ზარდიაშვილის გუნდის მხარდაჭერაა და მე ვთვლი, რომ ეს არასწორი ნაბიჯია და ის გუნდი ქვეყანას სიკეთეს ნამდვილად არ მოუტანს”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რამოდენიმე წუთის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....