aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჭიჭინაძე: “ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარ გრძნობს, რა არის კორექტული და რა – არაკორექტული”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან კოლექტიურ ზარდიაშვილთან დაკავშირებით ჭიჭინაძის შეფასებას არაკორექტული უწოდა. მისი თქმით, “ეტყობა, გია ვოლსკი დაგვიბერდა და ვეღარ გრძნობს, რა არის კორექტული და რა – არაკორექტული “- განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჭიჭინაძემ.

„ალბათ, ტიპლინგის მაუგლი ყველას ნანახი გაქვთ, სადაც მგელია, რომელიც ნანადირევს რომ ვერ დაიჭერს, შემდეგ კრებას ატარებენ და იძახიან, აკილამ ააცილაო, აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარ გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა – არაკორექტული. „ქართული ოცნება“ ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ხანდახან უნდა დაფიქრდეს – ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

იტვირთბა....