aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას როდის დავეწევით?” – ჭიაბერაშვილმა ეკონომიკის მინისტრს მიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, საკომიტეტო მოსმენაზე, ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას გამოსვლას გამოეხმაურა. მან მინისტრს მიმართა, რომ გასცეს მოსახლეობას პასუხი, მარტივ კითხვაზე: ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას როდის დავეწევით?

“პროტესტი გამიჩნდა, როდესაც თქვით, რომ 2014, 2017 და 2018 წლებში ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. „ქართული ოცნების“ პირობებში არის საშუალოდ 4%-იანი ეკონომიკური ზრდა. თქვენ პასუხი უნდა გასცეთ მოსახლეობას ძალიან მარტივ კითხვაზე: ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას როდის დავეწევით? ამ საშუალო ეკონომიკური 4%-იანი ზრდით ათწლეულები ვერ დავეწევით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას. ამ ეკონომიკური ზრდით არ გვყოფნის სახსრები ყველაზე აუცილებელი საკითხების გადასაჭრელად.“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

 

იტვირთბა....