aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიაბერაშვილი: “მთავრობას ახასიათებს ყველა კარგი იდეის დამახინჯება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს ყველა კარგი იდეის დამახინჯება და დევალვაცია, ასე ხდება მცირე მთავრობის შემთხვევაში. მისი თქმით, უბრალოდ იმის თქმა, რომ მთავრობა ხარჯებს არ გაიზრდის, რასაც ახლა ამბობენ, ეს ნიშნავს მცირე მთავრობის არასწორ გაგებას.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ძალიან ბევრი უწყებაა, რომელიც შესამცირებელია და რომელთა შემცირებითაც დღესვე შეიძლება სოციალური პროგრამების გაზრდა და პენსიის 50 ლარით მომატება.

„ბევრი უწყებაა შესამცირებელი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაანაწყენოს საკუთარი პარტაქტივი, რომელიც სსიპ–ებსა და ა(ა)იპ–ებში ყავთ დასაქმებული, უნდა გაანაწყენონ კომპანიები, რომლებიც საბიუჯეტო ხარჯვაზე უყაირათოდ არიან მიბმული და ამას ბუნებრივია, მამუკა ბახტაძე ისევე ვერ გააკეთებს, როგორც კვირიკაშვილმა და ღარიბაშვილმა ვერ გააკეთეს. ამიტომ, ლაპარაკი იმაზე, რომ რაიმე ხარჯებს შეამცირებს მამუკა ბახტაძე, არის აბსურდი და მისი მთავრობა ისევე წარუმატებელი იქნება, როგორც „ქართული ოცნების“ ყველა მთავრობა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სამინისტროების გაერთიანებაზე საუბრისას ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ერთადერთი საკითხი, რასაც განსაკუთებული სიფრთხილით უნდა მოპყრობოდა მთავრობა, არის დევნილების საკითხი, სხვა შემთხვევაში კი, მისი თქმით, შეიძლება მოხდეს გაერთიანებები, „მაგრამ ამ გაერთიანებას სჭირდება სწორი და ეფექტური მართვის მქონე ხელისუფლება“.

იტვირთბა....