aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭავაჭავაძის 33-ში მცხოვრებლები მშენებლობას აპროტესტებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის  N33-ის მცხოვრებლები მეზობლად მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ.  ადგილობრივებმა დღეს გამართულ აქციაზე განაცხადეს, რომ მერიამ აღნიშნულ ობიექტზე, სადაც 22-სართულიანი კორპუსი შენდება, მშენებლობის ნებართვა არაერთხელ შეაჩერა, თუმცა 1 თებერვლიდან კომპანიას მშენებლობის განახლების უფლება მიეცა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„2013 წელს გაუქმდა მშენებლობის ნებართვა. 1 თებერვალს კი, დეველოპერს მიეცა უფლება გაეგრძელებინა სამუშაოები. უამრავი პრობლემა იჩენს ადგილზე თავს. აქვეა გაზგამანაწილებელი სადგური. უსაფრთხოების ნორმებით დადგენილია, რომ გაზგამანაწილებელი სადგურიდან 10 მეტრის რადიუსში მშენებლობა აკრძალულია. გარდა ამისა დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმებიც, რადგან ამ სახლებს შორის მანძილი 8-10 მეტრია“, – განაცხადა აქციის მონაწილე გია ყალაბეგიშვილმა.

აქციის მონაწილეთა თქმით, მათ გარდა, მშენებლობის მიმართ პრეტენზია აქვს თურქეთის საელჩოსაც, რომელმაც ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციას ალეკო ელისაშვილიც შეურთდა, რომელმაც მშენებლობას უკანონო უწოდა. ელისაშვილის თქმით, ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ აღნიშნულ ადგილზე სტადიონი და სკვერი იყო.

იტვირთბა....