aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წყნეთი ბეთანიის გზაზე მოსახლეობამ აქცია გამართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კიკეთის, სამადლოსა და ბეთანიის მცხოვრებლები, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის აღდგენის მოთხოვნით აქციას მართავენ. ისინი იქ შეიკრიბნენ, სადაც პოლიციამ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ყვითელი ლენტებით გზა გადაკეტა.

ადგილობრივები ხელისუფლებას მიმართავენ და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას სთხოვენ.
დაზიანებულ გზაზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში უპასუხეს. უწყების აღმასრულებელი დირექტორის ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით სამშენებლო სამუშაოები ზაფხულის ბოლომდე დაიწყება.

“მუნიციპალური განვითარების ფონდს გადმოეცა წინა კვირას ეს პროექტი განსახორციელებლად და აქამდე ამერიკის მთავრობის დახმარებით კვლევა მიდიოდა საერთოდ შესაძლებელია თუ არა იქ გზის აღდგენა. კვლევამ აჩვენა და ამერიკელებმა რეკომენდაცია გაგვიწიეს, რომ შესაძლებელია იქ გზის აღდგენა. ორ კვირაში სატენდერო პროცედურები დაიწყება, ზაფხულის ბოლომდე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და ერთ წლიანი პროექტი იქნება.“ – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

იტვირთბა....