aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წყევლა, გინება, სიძულვილი, ლანძღვა, ძალადობა… ასეთი მართლმადიდებელი ხომ იუდაც იყო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი გაბუნიას სკანდალურ განცხადებას, რომელსაც მეუფეს წყევლა მოყვა, მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“სრულიად ერი აგრესიისკენ არის მიმართული… წყევლა, გინება, ჩაშვება, დასმენა, სიძულვილი, ლანძღვა, განკითხვა, ძალადობა… ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რომელიც საზოგადოების ყველა სფეროს მოიცავს…
ასეთი მართლმადიდებელი ხომ იუდაც იყო!..”- წერს სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი.

შეგახსენებთ, სასულიერო პირის გამოხმაურება, გადაცემა „არჩევანის“ ბოლო გადაცემას მოჰყვა. ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი. “არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ

იტვირთბა....