aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წყალტუბოდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

წყალტუბოდან ქუთაისში ინტოკსიკაციის გამო ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს. სამედიცინო პერსონალის განმარტებით, ბავშვებს იგივე სიმპტომები აქვთ, რაც წინა შემთხვევაში შემოყვანილ პაციენტებს.

ხოლო, რამდენიმე დღის წინ მიყვანილი პაციენტებიდან, ნაწილი უკვე გაწერილია, ნაწილი ისევ მკურნალობას გადის. ექიმების განმარტებით, წინასწარ ვერ ასახელებენ, თუ რა დაავადებასთან აქვთ საქმე.

შეგახსენებთ, რომ საავადმყოფოში მყოფი ბავშვები დაავადებათა კონტროლის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა იმნაძემ მოინახულა.მისი განცხადებით, თუ რამ გამოიწვია მცირეწლოვანი ბავშვების ინტოქსიკაცია ამას გამოძიება დაადგენს.

იტვირთბა....