aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანი: “ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება თავიდან არ დაწყებულა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება თავიდან არ დაწყებულა – განაცხადა, საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაუშვა ფაქტობრივი შეცდომა, როდესაც თქვა, რომ ძიება თავიდან დაიწყო:

„ძიება თავიდან არ დაწყებულა, მე ამას პირველად ვამბობ ღია ეთერში, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა, აქციიდან დაბრუნების შემდეგ, მან დაუშვა სამწუხაროდ შეცდომა. მე ამას ღიად ვამბობ, სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ეს იყო ფაქტობრივი შეცდომა. ძიება არ დაწყებულა თავიდან, თქვენ შეგიძლიათ ყოფილ პრემიერს ჰკითხოთ, ის დაგიდასტურებთ, რომ ეს იყო ფაქტობრივი შეცდომა.

ვინც იურისტები არიან, მათ მარტივად ესმით, მაგრამ სხვებისთვისაც მარტივად გასაგებია. როდესაც საქმეზე დადგა ის მტკიცებულებები იმ ვადაში, რა ვადასაც ითვალისწინებს, დაახლოებით 40 დღიან ვადას, არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რა დონეზეც იყო მზად მტკიცებულებების საქმე რამდენიმე პირის ნაწილში, ის წარიმართა სასამართლოში და გამოიყო გამოძიებიდან დანარჩენი ეპიზოდები, კითხვის ნიშნები და მათზე გამოძიება გაგრძელდება.გამოძიება პირველი დღიდან დღემდე მიმდინარეობდა შსს-ში და არა პროკურატურაში და პროკუარატურას ჰქონდა შსს-ს გამომძიებლებზე საპროცესო ხელმძღვანელობის ფუნქცია”,-განაცხადა წულუკიანმა გადაცემაში „პირისპირ” და აქვე დასძინა, რომ სისხლის სამართლის საქმის გარშემო „ასეთი აჟიოტაჟი და პოლიტიკური პროცესი, საქმის ბოლომდე გახსნას ხელს უშლის”.

იტვირთბა....