aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულუკიანი: “ჭიჭინაძისგან განსხვავებით, ბატონი გედი ჩემთვის ძვირფასი ადამიანია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მას უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადება არ მოუსმენია. წულუკიანის თქმით, ფოფხაძე ჭიჭნაძისგან განსხვავებით, მისთვის ძვირფასი ადამიანია. იუსტიციის მინისტრის კომენტარს “რუსთავი 2” ავრცელებს.

„არ მინახავს გედის ეს განცხადება, როდესაც ვნახავ, კომენტარსაც გავაკეთებ. ბატონი გედი და მე ერთ პარტიაში გახლავართ, ჩემთვის ცნობილი და ძვირფასი ადამიანია, ჭიჭინაძისგან განსხვავებით,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პარტიიდან დაით ჭიჭინაძის გარიცხვას გამოეხმაურა. კომენტარი ფოფხაძემ “ტვ პირველთან” გააკეთა.

“ვიღაცას მიაჩნია, რომ მე პირში წყალს ჩავიგუბე და დათოს ვაგრძნობინებ, რომ შენ შეგეშალა რაღაცები, მე მაგას ვერ გავაკეთებ, მორალურად დავინგრევი. რა კაცობაა ეგ?! სულ არ მინდა პოლიტიკაში ყოფნა. შინაგანად რაღა უნდა გინდოდეს. თუ ადამიანი განსხვავებული შეხედულების გამო პარტიამ შეიძლება გარიცხოს… რას ნიშნავს, რომ ნებისმიერი, ვინც განსხვავებულ აზრს იტყვის, იტყვიან, გედი ფოფხაძე არაეთიკურია, ჩაიწერება ბრძანებაში, ბლანკში, რომ არაეთიკური ხარ და კარგად იყავი”, – განაცხადა ფოფხაძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადდებისთვის ფოფხაძემ ცოტა ხნის წინ ბოდიში მოიხადა.

იტვირთბა....