aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანი: “ირაკლი შოთაძეს მხარდაჭერას ვუცხადებ ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა განცხადება გააკეთა, რომ კიდევ ერთხელ ირაკლი შოთაძე ნდობას უცხადებს.

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ტრიბუნიდან მხარდაჭერა გამოუცხადა. თეა წულუკიანმა ირაკლი შოთაძის დამსახურებაზე ისაუბრა.

„მისი დამსახურებაც იყო, რომ 2016 წლის ივნისში შევძელით, ცვლილებები შეგვეტანა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში და ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს და ზოგიერთი მათგანის მხარდამჭერის დროს, რომლებიც ახლა რაღაცით არიან უკმაყოფილო, შევძელით, რომ თვითნებურად და უკანონოდ გამტყუნებული პირებისთვის შეგვეტანა კანონმდებლობაში ცვლილებები და პროკურატურას შეძლებოდა, ხალი გარემოებით სასამართლოში შუამდგომლობა შესულიყო. ზუსტად 2 წლის თავზე 58 საქმეზე დასრულებულია გამოძიება, 40 საქმეზე ისინი, ვისაც აქ ყვირილის სურვილი აქვს, ამ კითხვაზე სჯობს, პასუხი გასცენ, გამოცემულია გამამართლებელი განაჩენი,“- განაცხადა წულუკიანმა.

 

იტვირთბა....