aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

წულუკიანი: სააკაშვილზე ექსტრადიციის მოთხოვნა გაგზავნილია და დანარჩენი უკრაინის გადასაწყვეტია

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანისა განცხადებით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით მოთხოვნა უკვე გაგზავნილია, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მისი ინტერესების საგანი არ არის. მისი განცხადებით, საქართველო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა და რას გადაწყვეტავენ ეს მათზეა დამოკიდებული.

“უკრაინა გახლავთ სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა, დოკუმენტები და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი, რას ემსახურება დღევანდელი დაკითხვა, მე ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მომიძიებია, რადგან ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი.

ჩემი ინტერესის საგანი არის, რომ მოთხოვნა გაგზავნილია, დამოუკიდებელმა, სუვერენულმა სახელმწიფომ, უკრაინამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების მიღებაზე გარეშე ძალები, მითუმეტეს სხვა სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, გავლენას ვერ მოახდენენ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

იტვირთბა....