aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულაია: “ტყეები ხმება, მოწევას რომ მიკრძალავ ჰაერზეც იზრუნე, რომ ვისუნთქო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია “მეტრონომთან” საუბრისას ქუთაისის ტყეებში არსებული მდგომარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ თუ დროზე არ ჩატარდა სანიტარული ჭრა, მაშინ სავალალო სიტუაცია შეიქმნება.

“მუხრანის ტყეში წლების წინ რომ გაგევლოთ ნახავდით, რომ იქ მზის სხივი ვერ აღწევდა. თუმცა, წლებია იქ ხეების ხმობის პროცესია დაწყებული. ახლა გზის პირზე ჩრდილს ვერ მოძებნით. ადრე კი მთელი გზა იფარებოდა, ენით აღუწერელი სილამაზე იყო. დასავლეთ საქართველოს ფილტვებს ეძახდნენ მუხრანის, აჯამეთის და ა.შ. ტყეებს. 20 წელია დაწყებულია ხეების კვდომის პროცესი.

თვალით შესამჩნევია უკვე. ათობით ხეა გამხმარი და თუ სანიტარული ჭრა არ გახორციელდა, სხვა პატარა ხეებს არ აძლევს განვითარების საშუალებას. ყურადღება ნულია. როდესაც სიგარეტს მიკრძალავ, რომ ფილტვები დამიზიანდება, ეს სწორია, მაგრამ ხეებზეც უნდად იზრუნო, რომელიც ჟანგბადს გამოყოფს. ჩემს ფილტვებზე რომ ზრუნავ, ჰაერზეც იზრუნო რომ ვისუნთქო. ფილტვებს უფრთხილდებიან, მოწევას კრძალავენ და ხეებს ჩეხავენ. მილიონობით ლარია გამოყოფილი ტყე-პარკის შესანარჩუნებლად. საღორია იმიტომ ერქვა, რომ ღორები იყო იქ და ახლა კურდღელიც აღარაა. მონიშნე ხე და სხვა შეუშვი მოსაჭრელად, ფულსაც გადაგიხდის და სანიტარულ ფუნქციასაც შეასრულებს. ხე არის ჟანგბადის წყარო”, – განაცხადა წულაიამ.

იტვირთბა....