aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წინასწარი ინფორმაციით, “ლეოგრანდში” ხანძარი გამწოვი სისტემის მოშლამ გამოიწვია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხუთვარსკვლავიან სასტუმრო “ლეოგრანდში” გამომძიებლებმა და ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს.

წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის ღამეს შენობაში გამწოვმა სისტემამ არ იმუშავა და სწორედ ეს გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. ცეცხლი კი ცენტრალური გათბობის სისტემას გაუჩნდა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი – თურქეთის.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

იტვირთბა....