aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წინასწარი ეგზიტპოლები: თბილისში ”ქართულ ოცნებას“ მხარი ამომრჩეველთა 58 %-მა, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი 16 %-მა დაუჭირა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ორგანიზაცია ”ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, თბილისის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ”ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ხმების 58% მიიღო, ხოლო ”ნაციონალურმა მოძრაობამ” – 16%.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ არჩევნებში თბილისში ამომრჩეველთა 9%-მა ”ევროპულ საქართველოს” დაუჭირა მხარი, ხოლო 5%-მა – ”პატრიოტთა ალიანსს”.

ცნობისთვის, ამერიკულმა საერთაშორისო კომპანიამ ეგზიტპოლი “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩაატარა.

მათი ცნობით, ეგზიტპოლი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და კვლევის შესაძლო ცდომილება, დაახლოებით 2/2,5%-ია. შედეგები 18:00 საათის მონაცემებს მოიცავს.

იტვირთბა....