aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სპორტი

“ჩემპიონის წინააღმდეგ კარგი მატჩი იყო”: ბასილაშვილი მერვედფინალის შემდეგ კომენტარს აკეთებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუშინდელი მატჩის შემდეგ პირველ კომენტარს. ის გულშემატკივარებს მადლობას უხდის.
“დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. დიდი სითბო ვიგრძენი და მადლობა ამისთვის.
aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩემპიონის წინააღმდეგ კარგი მატჩი იყო და რაფას შემდეგ რაუნდში წარმატებებს ვუსურვებ“, – წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ოთხ სეტში მოუგო ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს და მეოთხედფინალში გავიდა – 6:3, 6:3, 6:7(6), 6:4. რაფაელ ნადალმა კორტზევე გააკეთა კომენტარი უმძიმესი მოგების შემდეგ. მისი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა.

აშშ-ის ღია პირველობის მეშვიდე დღის შემდეგ ტურნირის ოფიციალურ გვერდზე დღის ხუთი საუკეთესო მომენტის ვიდეო გამოქვეყნდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და რაფაელ ნადალის მატჩიდან ამ ხუთეულში ქართველი ჩოგბურთელის ბადესთან გასვლისა და უზუსტესი დარტყმის მომენტი მოხვდა, რომელიც ორგანიზატორებმა მეორე ადგილზე გაიყვანეს.

(ნახეთ ვიდეო აქ)

 

იტვირთბა....