aviabiletebi
ბიზნესი მთავარი საზოგადოება

წვეულება აუზზე: “სისაიდი“ მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სპორტულ – გამაჯანსაღებელი ცენტრი „სისაიდი“, რომელიც ვაკეში, ყიფშიძის 4 ნომერში მდებარეობს, მომხმარებელს დაბადების დღის  აღნიშვნას, ან,  დახურული წვეულების მოწყობას, აუზის გარშემო სთავაზობს.

IMG_4169

კერძოდ, „სისაიდის“ შეთავზებაში შედის:

აუზი, საუნა, ფოტოგრაფი, ტორტი, DJ, Black light-ის  საღებავებით მოხატვა და ივენთების ორგანიზება.

 

„სისაიდის“ აუზზე ეტევა 40 ადამიანი. წვეულებისთვის შესაძლებელია ნებისმიერი სახის მენიუს შეკვეთა, ამას კი საჩუქრად მოყვება ტორტი, DJ და  Black light-ის  საღებავებით მოხატვა.

 

„სისაიდი“ ასევე გთავაზობთ  კვალიფიციურ მასაჟისტებს, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე იზრუნებენ.

IMG_4812

მასაჟებში შედის:

სარელაქსაციო –  ამ პროცედურის ხანგრძლივობა ერთი საათია. შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. მასაჟი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, მოსადუნებელი და დამამშვიდებელია.

სამკურნალო – მასაჟი განკუთვნილია ოსტეოქონდროზის, სქოლიოზისა და კიფოზის სამკურნალოდ. პროცედურის  ხანგრძლივობა 30წუთიდან  1 საათამდე მერყეობს. მკურნალობის კურსში შედის  15–20  პროცედურა, რომელიც სპეციალისტის მიერ ინდივიდუალურად ინიშნება.

ანტი ცელულიტური – მასაჟი კეთდება ზეთით, თაფლით და ასევე სხვადასხვა კოქტეილებით. განკუთვნილია დუნდულების, წელის, მუცლის,  მკლავებისა და  წვივების კორექციისთვის. ამავდროულად, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და  კანის თერმო რეგულაცია.  სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა 15–20 პროცედურა. ერთი პროცედურის ხანგრძლივობა მერყეობს 30 წუთიდან  ერთ საათმდე.

IMG_4982

კლასიკური მასაჟი – განკუთვნილია ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების,  კანის ელასტიურობისა და სისხლის მიმოქცევისთვის. პროცედურა  ამშვიდებს და ადუნებს კუნთებს, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთიდან  ერთ  საათამდეა.

„სისაიდის“ სერვისებში ასევე შედის:

IMG_4028

საცურაო აუზი, ფიტნესი, საუნა და სოლარიუმი.

„სისაიდი“  მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა სახის აქციებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე შეუწყვეტლივ ვიზრუნოთ.  რაც მთავარია, „სისაიდის“ ადგილმდებარეობა ყველასთვის მოსახერხებელია-ვაკე, ყიფშიძის ქ. (გაბაშვილის)  4 ნომერი, ხოლო ფასები -ხელმისაწვდომი.

სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი „სისაიდი“ ფუნქციონირებს მთელი კვირის განმავლობაში. ორშაბათიდან-პარასაკევამდე 08:00 საათიდან – 22:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას 09:00-დან 21:00-მდე.

საკონტაქტო ნომერი: 0322 25 2507;  555947744

 

reklama

იტვირთბა....