aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი მსოფლიო საზოგადოება

„წარმოშობით ქართველი“ : მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

უნგრელი რეჟისორის კორნეი მუნდრუცოს ფილმი „იუპიტერის მთვარე“, რომელშიც ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, კანის 70-ე კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში შევიდა.

კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა გუშინ გაიარა.ფესტივალის ოფიციალურ გახსნამდე კი, მერაბ ნინიძე საზოგადოების წინაშე ქართული წარწერით დამშვენებული მაისურით წარსდგა.
„წარმოშობით ქართველი“ – ასე წარადგინეს მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე ფილმის ჩვენებისას, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაიმართა.უნგრელი რეჟისორის კორნეი მუნდრუცოს ფილმი „იუპიტერის მთვარე“  ახალგაზრდა მიგრანტზე მოგვითხრობს, რომელიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას, ლტოლვილთა ბანაკში ხვდება. ბანაკის დამკვირვებელი ექიმის როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს.

 

იტვირთბა....