aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ფაროსანას საწინააღმდეგო წამლით მოწამლული 1 ბავშვი საავადმყოფოში რჩება

aviabiletebi
ავიაბილეთები

არასრულწლოვანი, რომელიც გუშინ, ზუგდიდში ფაროსანას საწინააღმდეგო ნივთიერებით მოიწამლა, საავადმყოფოში რჩება.

როგორც ირკვევა, სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები სპეციალური ტექნიკით გზაზე ფაროსანას საწინააღმდეგო წამალს უშვებდნენ. სავარაუდოდ, ნივთიერება გადაყლაპა რამდენიმე მოსწავლემ, რომლებიც სკოლიდან ბრუნდებოდენენ. სამი მოზარდი საავდამყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთი სამედიცინო დაწესებულებაში დაკვირვების მიზნით ამ დრომდე რჩება.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებენ რომ მძიმე ინტოქსიკაციით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა 3 მოსწავლე შემოიყვანა. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

იტვირთბა....