aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

“გადმოვიდა ხანჯლით და დაჩეხა ყველა” – წავკისში დაჭრილის მამა დეტალებს ყვება

aviabiletebi
ავიაბილეთები

წავკისში დაჭრილი ახალგაზრდის მამამ თემურ დორეულმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მკვლელობა და დაჭრა ცივი იარაღით არის მომხდარი.

„ქალი შემოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ გარეთ ხმაურია. მითხრა, რომ ჩემმა შვილმა ვიღაც დაჭრილი წაიყვანა საავადმყოფოში, თურმე ჩემი შვილიც დაჭრილი ყოფილა. ორივე ფილტვზე ოპერაცია გაუკეთეს და ელენთაზე იყო კიდევ დანა დარტყმული. უცხოები მოვიდნენ, ვიღაც გადმოვიდა ხანჯლით და მან დაჩეხა ყველა“, – განაცხადა დაჭრილი ახალგაზრდის მამამ.

შეგახსენებთ, სისხლიანი დაპირისპირება შინდისის ახალ გზაზე მოხდა. ინციდენტის შედეგად მოკლულია 2 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.

იტვირთბა....