aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერი ქარი, წვიმა, თოვლი: ამინდის პროგნოზი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს და ხვალ საქართველოს მასშტაბით, თბილი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, -ამის შესახებ “მეტრონომს” ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
კერძოდ, ხვალ, 14 ოქტომბერს, თბილისში +22 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +19 – +24 ფარგლებში იმერყევებს.

15 ოქტომბრიდან ამინდი გაუარესდება. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი. თბილისი ჰაერის ტემპერატურა + 17 გრადუსამდე დაიკლებს. მოსალოდნელია ქარი და ნალექი. რაც შეეხება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს, ტემპერატურა +12 – +19 გრადუსის ფარგლებში იქნება.

16 ოქტომბრიდან ამინდი კიდევ უფრო გაფუჭდება – ძლიერი წვიმა და ქარი შენარჩუნდება, ხოლო მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლიც. ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაეცემა.

იტვირთბა....