aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი

“ახალი ეტაპისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”: ინგა გრიგოლია სოცქსელში “ტვ პირველზე” საკადრო ცვლილებებზე წერს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ტვ პირველზე” საკადრო გადაადგილება განხორციელდა. როგორც არხის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე დღეიდან ტელეკომპანიაში საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს.

“სექტემბრიდან კიდევ ერთი ახალი ეტაპისთვის ემზადება ჩვენი ახალგაზრდა ტელევიზია და მთავარი ამბავი, რაც ამ ახალი ეტაპისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი ახალ-ახალი შემართებებისთვის ასეთია– დღეიდან ტვ “პირველის” საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომლის ყველა რეპორტაჟი და გადაცემა ჟურნალისტიკის გაკვეთილია ხოლმე, ობიექტური, მაგარი, უჭკვიანესი მიხარიხარ და მეიმედები, დიანა. რა ხანია, მინდოდა დაწერა და გაოფიციალურებას ველოდი” – წერს გრიგოლია საკუთარ გვერდზე.

იტვირთბა....