aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: თუ საქონელი წითელ ზონაშია და საცხოვრებელ სახლის მიმდებარე ტერიტორიას ფეკალური მასებით აბინძურებს 112-ში დარეკეთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბოლო პერიოდში მოსახლეობის ნაწილი საქონლის მიერ საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიისა და ზოგადად, ქალაქის ქუჩების ფეკალური მასებით დანაგვიანების შემთხვევბზე ხშირად საუბრობს.

არსებობს ე.წ. წითელი ზონები, სადაც ცხოველების გადენა არ შეიძლება და შესაბამისად, ჯარიმაც ეკისრება. ცხოველიც ფეკალური მასებიც, რა თქმა უნდა, არის. ამ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი წითელ ზონაშია, ჩვენ მივდივართ და შესაბამისს რეაგირებას ვახდენთ, – ამის შესახებ “მეტრონომს” ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს.

“არსებობს ე.წ. წითელი ზონები, სადაც ცხოველების გადენა არ შეიძლება და შესაბამისად, ჯარიმაც ეკისრება. ცხოველიც ფეკალური მასებიც, რა თქმა უნდა, არის. ამ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი წითელ ზონაშია, ჩვენ მივდივართ და შესაბამისს რეაგირებას ვახდენთ. თუ წითელი ზონა არაა, ცხოველების გადენა არ ჯარიმდება და პრობლემას არ წარმოადგენს. თუ მოსახლეობა დაინახავს წითელ ზონაში პირუტყვს, უნდა დარეკოს 112-ში, მოვა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენელი და დააჯარიმებენ მეპატრონეს, რომელიც შემდეგ იმ პერიმეტრზე აღარ გადენის საქონელს. შესაბამისად, საქონლის ფეკალური მასებიც აღარ მოხვდება საცხოვრებელ სახლთან. თუ პატრონი არ არის და სახლის წინ მხოლოდ ცხოველი დაგხვდა, დარეკავ 112-ში და ცხოველს ცხოველთა მუნიციპალიტეტის თავშესაფარში გადაიყვანენ. შემდეგ იქ პატრონი მოვა, გადაყვანის ხარჯი დაეკისრება (თითო პირუტყვზე 60 ლარი და თითო დღეზე 100 ლარი)”, – განაცხადეს სააგენტოში.

იტვირთბა....