aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ცოლის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუსაჯა. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

2017 წლის 12 აპრილს ქალაქ თელავში მსჯავრდებულმა დედისა და ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლს მუცლისა და გულმკერდის არეში დანა რამდენჯერმე დაარტყა. ქალის გადარჩენა მოხერხდა.

მას ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაზე საქმე გადააკვალიფიცირა და ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციამ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის ვადა 16 წლამდე გაუხანგრძლივა

იტვირთბა....