aviabiletebi
კულინარია

ცნობილი უგემრიელესი რაჭული ლობიანის რეცეპტი რაჭველი მზარეულისგან

aviabiletebi
ავიაბილეთები

რაჭული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძი ლობიანია ლორით. მის მოსაზადებლად კი დაგჭირდებათ:

 

500 მლ. წყალზე მომზადებული ცომი

 

800გრ. ქონა ლობიო (თეთრი ყავისფერი ლაქებით)

 

100 ლორი (რაჭული ლორი)

 

50გრ. ცხიმი (ზეთი ან კარაქი ან ღორის ქონი)

 

მარილი.

 

მომზადება:

ამოსული ცომისგან გავაკეთოთ  7 გუნდა და გავაჩეროთ 15 წუთი. ლობიო შეგიძლიათ ლორთან ერთად მოხარშოთ ან ცალკე.  კარგად მოხარშული ლობიო გადავწუროთ, ჩავამატოთ ცალკე მოხარშული წვრილად დაჭრილი ლორი. თუ ლორის ნაჭერი ნაკლებ ცხიმიანია დაუმატეთ ზეთი ან კარაქი ან ღორის ქონი, მარილი და კარგად “მოტუკეთ” (გაჭყლიტეთ).  შიგთავსი მზადაა. ლობიოც გავყოთ  7 ნაწილად. (არ არის საჭირო წიწაკა, ქონდარი, ნიორი და ხახვი). ავიღოთ ცომის გუნდა და  ხელის წრიული მოძრაობით გავადიდოთ, ჩავდოთ ლობიო მოუკრათ თავი,  გავაბრტყელოთ და დავდოთ ცხელ ტაფაზე. ისევ გავაბრტყელოთ  ტაფის პირამდე და დავშტამპოთ  საჭრელებლით. დანის წვერით გავსეროთ ლობიანის შუაგული რომ არ გაიბეროს. დავახუროთ თავზე და ვაცხობთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთი, ქურაზე ზემოდან. ზედაპირი რომ მოუშრება თავსახური გადავხადოთ და ლობიანი შევდგათ გაზქურაში რომ თავი ლამაზად გამოცხვეს.  ღუმელში უნდა იყოს მხოლოდ ზედა მხარე ანთებული თავის გამოსაცხობად. აქაც ვაცხობთ 3-4 წუთი და ლობიანიც მზად არის. ცხელ ლობიანს თავზე გადაუსვით ლორის ცხიმიანი ნაჭერი ან კარაქი.

 

(ლობიანი სპეციალურ ლობიოს (საბაჭულე, საპარკე) გარეცხავენ და დაადგამენ მოსახარშად. რომ წამოდუღდება, გადმოდგამენ, გაწურავენ და მოაყრიან საჭმელ სოდას. გაგრილდება და დაიწყებენ გაქმუშვნას (ე.ი. კანის გაცლას) შეიძლება კანის გაუცლელადაც. აიღებენ მუჭით და ერთმანეთზე ხახუნით ეცლება კანი. გაქმუშნილ ლობიოს ისევ გარეცხავენ კარგად და გააგრძელებენ ხარშვას. წყალს დაასხამენ იმდენს, რომ ადუღების შემდეგ კიდეც ამოიზილოს. მოხარშულ ლობიოს შეურევენ ცხიმს (კარაქი, ერბო, ღორის ქონი) გაუკეთებენ გემოზე მარილს და ლობიო ჩასართავად მზადაა). ნამდვილი რაჭული ლობიანი კი არის მხოლოდ ლორით  თონეში ჩამცხვარი და დაჭრელებული.

იტვირთბა....