aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ახალ დეტალებზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, საქმის მთავარი მოწმე, ჟურნალისტი  ირაკლი მამალაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში  საუბრობს:

“როდესაც მამა გიორგიმ ციანიდის შოვნა მთხოვა, მაშინვე დავეჭვდი, თუმცა ეს არ გამხდარა ჩემი პროკურატურაში მისვლის საბაბი. მომდევნო შეხვედრაზე დავრწმუნდი რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა დანაშაულებრივ განზრახვას. მამა გიორგი ამ საქმეში დახმარების სანაცვლოდ მპირდებოდა საერო თანამდებობას საპატრიარქოში. როდესაც ჩემს მეგობრებს გავუზიარე ეჭვები იმ სავარაუდო პირებზე, რომელთა წინააღმდეგაც შესაძლოა მზადდებოდა დანაშაული, მირჩიეს ეს ინფორმაცია აუცილებლად გამეცნო სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუმცა მაშინ კატეგორიული უარი განვაცხადე. მეორე თუ მესამე დღეს ჩემს ტელეფონზე მამა გიორგიმ დამირეკა და ისეთი რაღაც მითხრა, რომ ნამდვილად მქონდა პერსპექტივა გავმხდარიყავი მძიმე დანაშაულის თანამონაწილე. ეს ის დღე იყო როცა პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა. მამა გიორგიმ მითხრა, რომ “ის” სასწრაფოდ სჭირდებოდა, რადგან პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა და თავადაც აპირებდა ჩასვლას. ამ ზარის შემდეგ სხვა გზა აღარ მრჩებოდა, პროკურატურაში მივედი. მე მივაწოდე ინფორმაცია რომ ციანიდის შოვნას მთხოვდნენ. დანარჩენი რამდენად რეალური იყო ჩემი ვარაუდი, პროკურატურას უნდა დაედგინა. რა თქმა უნდა,  მხოლოდ ჩემს ვარაუდზე დაყრდნობით არავის დააკავებდნენ, რომ არ ყოფილიყო უკვე გამოძიება და უტყუარი მტკიცებულებები. მამა გიორგის ციანიდი ჩემგან არ შეუძენია, პროკურატურა იკვლევს ვისგან შეიძინა”.-განაცხადა მამალაძემ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ცნობით, 2017 წლის 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ. უწყების განცხადებით, უცნობმა პირმა მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მამალაძეს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის განცხადებით, ილია მეორის საქართველოში დაბრუნების შემდეგ პროკურატურა ციანიდის საქმის მტკიცებულებებს გამოაქყვეყნებს.

იტვირთბა....