aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ციანიდის საქმეზე მეუფე იაკობი, მეუფე თეოდორე და მამა მიქაელ ბოტკოველი დაიკითხნენ“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე იაკობი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე) და მამა მიქაელ ბოტკოველი არიან დაკითხულები“- ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.
”სინოდის წევრები, რომლებსაც გარკვეულწილად ინფორმაცია გააჩნდათ ციანიდის საქმეზე და დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში, დაკითხულები არიან. თუ არ ვცდები დაკითხული უნდა იყოს მეუფე იაკობი, ასევე მამა მიქაელ ბოტკოველი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე). ეკლესია თანამშრომლობს გამოძიებასთან. არ გვაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ გამოძიებაში და იმ მტკიცებულებებში, რომელიც გავრცელდა”, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
მისი თქმით, დეკანოზის ადვოკატების მოთხოვნა, წმინდა სინოდის წევრების წინასწარი გამოძიების მსვლელობისას გამოკითხვის თაობაზე, იმ შავ პიარს ემსახურებოდა, რომელიც ეკლესიის მიმართაა აგორებული.
მისივე თქმით, 23 მღვდელმთავრის დაკითხვის მოთხოვნა, რომლებსაც მამა გიორგის საქმიანობასთან არავითარი შეხება არ ჰქონია, აბსურდულია.
”შავ პიარს ემსახურებიან და იმ წამქეზებლების და იმ ჯგუფის ინტერესებს, ვინც მამა გიორგი მამალაძე შეცდომაში შეიყვანა. თუნდაც იმ უსაფუძვლო, ერთმანეთის გამომრიცხავ ვერსიებს ასწავლიან და ვერ ასწავლეს, ან ვერ ათქმევინეს. ვინ შეიყვანა შეცდომაში, თვითონ მამა გიორგი მამალაძემ კარგად იცის. მე ეს ინფორმაცია და ეჭვი გამაჩნია”, – განაცხადა ქარჩავამ.
შეგახსენებთ, დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც სინოდის წევრების გამოკითხვას ეხებოდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ის უკვე დაიკითხა.

იტვირთბა....