aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცვლის თუ არა რეალობას 50%-იანი ბარიერი?

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინიციატივაზე, რომელიც პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში 30-ის ნაცვლად 50%-იან ბარიერს აწესებს – დღეიდან საპარლამენტო განხილვები იწყება. საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები იმსჯელებენ.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიციატორი უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებია. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი მიმდინარე კვირის განმავლობაში დაჩქარებული წესით განიხილება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატები მესამე მოსმენით იმ კანონპროექტსაც უყრიან კენჭს, რომლითაც მაჟორიტარული ოლქების საზღვრები იცვლება.

თავისუფალი დემოკრატების წევრმა ზურაბ აბაშიძის თქმით, ცალკე აღებული 50%-იანი ბარიერი რეალობას არ ცვლის.

„ცალკე აღებული 50 %-იანი ბარიერი არ ცვლის იმ რეალობას. თვითონ მაჟორიტარული სისტემა, რომელსაც ხელისუფლება ძალაში ტოვებს, ეს კიდევ უფრო მეტად დამახინჯებულია. ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ძალიან რთულად ჩასატარებელი იქნება და ხელისუფლებას ამის გამო დიდი პასუხისმგებლობა მოუწევს,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

 

იტვირთბა....