aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სექტემბრიდან ცვლილებები სკოლებში გაკვეთილების ხანგრძლივობაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

განათლების სისტემა სექტემბრიდან ნოვაციებს გვთავაზობს. ახალი სახელმძღვანელოები, ორი უცხო ენის შეთავაზება; V კლასის მოსწავლეებისთვის პირველ სემესტრში განმსაზღვრელი შეფასების გაუქმება და შესაძლო ცვლილებები გაკვეთილების ხანგრძლივობაში – 17 სექტემბრიდან სკოლაში მისულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სიახლეები ელით.

„დაწყებით საფეხურზე I-VI კლასებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების კუთხით განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:

II კლასში 5 წუთით შემცირდა გაკვეთილების ხანგრძლივობა. პირველ კლასში ეს დრო 35 წუთია, მეორე კლასში – 40 წუთი გავხადეთ და შემდგომ უკვე 45–წუთიან საგაკვეთილო რეჟიმზე გადავლენ მოსწავლეები. იცვლება შეფასების სისტემაც. V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლეები არ შეფასდებიან ქულებით. ამასთან, მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების შეფასება, ისინი ორიენტირებულნი იქნებიან განმავითარებელ შეფასებაზე. გარდა ამისა, მთლიანად დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასებში) მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების ქულებით შეფასება. შეფასებები მხოლოდ საკლასო აქტივობებში იქნება თუმცა საშინაო დავალებები ექნებათ, მაგრამ უფრო მცირე მოცულობის, რადგან მასწავლებელმა მოსწავლესთან კლასში უნდა იმუშაოს.

მეორე უცხო ენასთან დაკავშირებით არის ვალდებულება, რომ მეხუთე კლასში სკოლამ მოსწავლეს არ შესთავაზოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა, არამედ მისცეს საშუალება, რომ მოსწავლეებმა აირჩიონ კიდევ ერთი ევროპული უცხოური ენა, რომელსაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანი ცვლილებაა”, – ასეთ ინფორმაციას ავრცელებს EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეზე, ლია გიგაურზე დაყრდნობით..

იტვირთბა....